ეზიდური ისტორიის, რელიგიის და მშობლიური ენის კურსები წარმატებულად მიმდინარეობს
2017-12-10
ეზიდურ ტაძართან არსებული ეზიდური კულტურის ცენტრში წარმატებულად მიმდინარეობს ეზიდური ისტორიის, რელიგიის და მშობლიური ენის შემსწავლელი კურსები. მოქმედებს ორი ჯგუფი: უმცროსებისთვის ტარდება შაბათს და კვირას, ხოლო უფროსი ჯგუფისთვის ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს. დაწვრილებით ინფორმაციისთვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ ეზიდური კულტურის ცენტრის დირექტორს რაფაელ აჯამიანს. |