Georgian
Russian
Kurmanji
English

DENG Û BEHS

თბილისში ტავაფა ეზიდის დღესასწაული ჩატარდა

2018-06-20

10 ივნისს თბილისის ეზიდთა ტაძარში „ტავაფა ეზიდის“ სატაძრო დრესასწაული გაიმართა. ამასთან დაკავშირებით ღვთისმსახურება ჩატარდა და ტაძრის გუმბათის წვერზე ფერადი ქსოვილებისგან მომზადებული ძღვენი აღიმართა. დრესასწაულს ესწრებოდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოში წარმოდგენილი სხვადასხვა რელიგებისა და კონფესიების სასულიერო პირები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ეზიდური დიასპორის წარმომადგენლები. ამ დღესთან დაკავშირებით ლალიშიდან ჩამოვიდნენ ეზიდი სასულიერო პირები პეშიმამი და ბავე ჩავიში. ღვთისმსახურების შემდეგ კულტურის ცენტრის დარბაზში გაიმართა დოკუმენტური ფილმის „ეზიდური მარგალიტების“ ჩვენება, რომელიც ეზიდთა სასულიერო საბჭოს ინიციატივით შეიქმნა. ფილმი ეზიდი და ქართველი ხალხების მეგობრობას ეძღვნება. 

მეორე დღეს 11 ივნისს საპატრიარქოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ  უცხოეთიდან ჩამოსული ეზიდური დელეგაციები მიიღო. დელეგაციას ხელმძღვანელობდა პეშიმამი ნუმანი, რომელმაც მადლიერება გამოხატა საქართველოსადმი, რადგან ეზიდები გრძნობენ საქართველოს ხალხისა და სახელმწიფოს მხარდაჭერას. ეზიდებმა ასევე აღნიშნეს, რომ საქართველო რელიგიური და ეთნიკური შემწყნარებლობის და მშვიდობიანი თანაცხოვრების სამაგალითო ქვეყანაა.  

საღამოს ეზიდური დელეგაცია საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა მალხაზ სონღულაშვილმა ბეთელის ცენტრიში მიიღო, სადაც მხარეებმა განიხილეს ეზიდურ-ქრისტიანული ურთიერთობები და ეზიდების მდგომარეობა ერაყში.  

Pela berî vê 

E'yd û çalakî

Sala 2024

    Nîsan    

Duş

Sêş

Çarş

Pêncş

Înî

Şem

Yekş

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

27 Nîsan 2024

Recent news

 -