26.03.3018 - საქართველოს ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის პროექტის ფარგლებში საქართველოს ეწვივნენ სტუმრები გერმანიიდან. პროექტის მიზანია მრავალფეროვნება, ტოლერანტობა და რელიგიების ურთიერთგაცნობა. სტუმრებმა მოინახულეს საქართველოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა და ასევე ეზიდურ ტაძარს ეწვივნენ. დელეგაციას თანახლდა ბაპტისტურ-ევანგელური ეკლესიის ეპისკოპოსი ილია ოსეფაშვილი და ამავე ეკლესიის წევრი ალექსანდრე ქავთარაძე. სტუმრებს დახვდნენ ეზიდთა სასულიერო საბჭოს წინამძღოლი დიმიტრი ფირბარი და ტაძრის მსახური მჯევრი შეიხი ნური.